Twitter-მა პირველად, ტრამპის პოსტი, როგორც “შეცდომაში შემყვანი”, მონიშნა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დონალდ ტრამპის პოსტის ქვეშ, პირველად, გამაფრთხილებელი მინიშნება გააკეთა, როგორც ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია ადამიანის შეცდომაში შეყვანა.

ნიშანი ტრამპის იმ პოსტის ქვეშ გაჩნდა, სადაც პრეზიდენტი ფოსტით ხმის მიცემას აკრიტიკებს.

„ვარიანტების გარეშე, ფოსტით ხმის მიცემა, დიდწილად, თაღლითობით ჩატარდება“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის პოსტის ქვეშ ძახილის ნიშანი გაჩნდა, რომელზეც დაკლიკების შემდეგ მკითხველს შეუძლია, წაიკითხოს, რომ “ტრამპი დაუსაბუთებელ განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ პოსტით ხმის მიცემა ხმების გაყალბებას გამოიწვევს”.

რამდენიმე საათის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა უკვე “ტვიტერი” გააკრიტიკია, რომ ის 2020 წლის არჩევნებში ერევა.

მისი თქმით, “ტვიტერი” CNN-და და Washington Post-ის მიერ ფაქტების გადამოწმებას ეყრდნობა, რომლებიც ყალბი ახალი ამბების წყაროს წარმოადგენენ.

„ტვიტერი” სრულად ახშობს სიტყვის თავისუფლებას და მე, როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ”, – დაწერა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები