ბაიდენმა ტრამპს “სულელი” უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს “სულელი” უწოდა, რომელიც, ბაიდენის თქმით, პანდემიის პირობებში “ყალბ მამაცობას ავლენს”.
ამის შესახებ ბაიდენმა CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ “ხსოვნის დღეს” მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის ლიდერი ნიღბის გარეშე იმყოფებოდა მაშინ, როდესაც თავად ბაიდენი – პირიქით. გარდა ამისა, ჟურნალისტმა დასძინა, რომ მოგვიანებით ტრამპმა “ტვიტერში” ბაიდენის ფოტო დადო და გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ გზით აშშ-ის პრეზიდენტს სურს, პოლიტიკური ოპონენტი “დაამციროს” და ნიღბის ტარება სისუსტის ნიშნად წარმოაჩინოს.
“ის სულელია, აბსოლუტური სულელი. პრეზიდენტმა უნდა მართოს და არა სისულელეებით იყოს დაკავებული, ასევე, ყალბი მამაცობა გამოავლინოს. ყველაფერი ეს ადამიანებს სიცოცხლე უჯდება”, – თქვა ბაიდენმა.