ლელა აქიაშვილი: ბოლო 2 წლის განმავლობაში კანონმდებლობა ძალადობასთან მიმართებაში საკმაოდ გამკაცრდა და დღესდღეობით გვაქვს ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კანონმდებლობა

ბოლო 2 წლის განმავლობაში კანონმდებლობა ძალადობასთან მიმართებაში საკმაოდ გამკაცრდა და დღესდღეობით გვაქვს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კანონმდებლობა, რიმელიც სტამბოლის კონვენციას ეფუძნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა.

„ეს არის ერთ-ერთი მოწინავე კანონმდებლობა ევროპაში. ამას უნდა მივაყოლოთ ცნობიერების ამაღლება. გეთანხმებით, რომ ჩვენს დღის წესრიგში მთავარი და მუდმივი საკითხია განგრძობადი მუშაობა საზოგადოებასთან და საზოგადოების ჩართულობით, რათა კიდევ უფრო მიუღებელი გახდეს ძალადობა და მეტი ადამიანის შინაგანი პროტესტი გამოიწვიოს ნებისმიერი ძალადობის ფაქტმა”, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები