ერევანში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩ რუბენ სადოიანის ინიციატივით, სომხეთში, ერევნის ქუჩებში, სარეკლამო ბარენები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ფორმით სომხეთმა საქართველოს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

“რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის, რუბენ სადოიანის, ინიციატივით დღეს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე, ქალაქ ერევნის ქუჩებში, სარეკლამო ბანერები განათებული იყო საქართველოს დროშის ფერებში. გილოცავთ, მოძმე საქართველო! ” , – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები