ნიკა მელია თენგიზ ცერცვაძეს უპირისპირდება: უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შესახებ წერს. მელია ვიდეოს ავრცელებს, სადაც თენგიზ ცერცვაძე ზუგდიდის შესახებ საუბრობს.

„ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია, რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში?
ან რომელ მერსქ და რეგიონულ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვითა და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?!
უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?
ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი, ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან?
ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება.
ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით „ქართული ოცნების“ სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არ აქვს.
ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.”, – წერს მელია „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები