მედია: ტრამპის მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში არ იგეგმება

ტრამპმა გადაწყვიტა, პუტინსა და ზელენსკის შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვას,- ამის შესახებ, ამერიკელი ლიდერის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ანონიმურად განაცხადეს.

წყაროს თქმით, დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან უკან დგამს ნაბიჯს და სურს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა მისი პირდაპირი ჩართულობის გარეშე დააორგანიზონ შეხვედრა.

ოფიციალურმა პირებმა დასძინეს, რომ ომის დასრულებისთვის ტრამპის გეგმების შემდეგი ნაბიჯი პუტინსა და ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრაა.

ამავდროულად, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი აგრძელებენ თანამშრომლობას რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან, რათა გამართონ ორმხრივი შეხვედრა “მკვლელობების შესაჩერებლად და ომის დასასრულებლად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები