ქობულეთში ბაზარი და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა

ქობულეთში მდინარე აჭყვა ადიდდა,  რის შედეგადაც  ცენტრალური ბაზრის ტერიტორია და მიმდებარე არეალი დაიტბორა.

პრობლემის გამო, მოვაჭრეებს  პროდუქცია დაუზიანდა – ისინი ფინანსურ ზარალზე საუბრობენ.

გარდა ამისა, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

მდინარე აჭყვა ადგილობრივ მოსახლეობას ზარალს ყოველწლიურად აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები