მედია: აშშ-ს სურს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მინიმალური როლი ითამაშოს
პენტაგონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მინიმალური როლის შესრულებას გეგმავს.
ამის შესახებ Politico, ევროპელი ჩინოვნიკისა და მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია აღნიშნავს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსული აგრესიის დასრულების შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროპას დაეყრდნობა.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ სამომავლო შეთანხმებით ძირითადი ფინანსური ვალდებულებები უნდა აიღონ.