ლავროვმა ზელენსკსა და პუტინს შორის შეხვედრის პირობები დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მზადყოფნის შესახებ, თუმცა ამისთვის ჯერ მინისტრებმა და ექსპერტებმა უნდა შეიმუშაონ ის საკითხები, რომლებიც უმაღლეს დონეზე განხილვას საჭიროებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს ზელენსკის, იმ პირობით, რომ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება შემუშავებული და ექსპერტები და მინისტრები შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. იმედი მაქვს, საქმე მომავალ შეთანხმებებზე ხელმოწერას შეეხება, უკრაინის მხრიდან ამ შეთანხმებებზე ხელის მომწერი პირის ლეგიტიმურობის საკითხი გადაწყდება“, – აღნიშნა ლავროვმა.