თორნიკე ჭეიშვილი – ოპოზიციაზე: თვითმმართველობის არჩევნებზე მათი ძალიან მწარე მარცხი გარდაუვალია

“თვითმმართველობის არჩევნებზე მათი [ოპოზიციის] ძალიან მწარე მარცხი გარდაუვალია“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

“ის, რაც დღეს რადიკალური ოპოზიციის რიგებში ხდება, თუნდაც კანდიდატურების წამოყენება, თუ პირიქით, გარკვეული რღვევის პროცესი, როდესაც კონკრეტული პირები ტოვებენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრი პარტიების რიგებს, მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება რადიკალურ ოპოზიცია. ეს ჩვენ გვაძლევს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მათი ძალიან მწარე მარცხი გარდაუვალია“, – აღნიშნა  ჭეიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები