კოსტა რიკაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდა
კოსტა რიკაში ამიერიდან ერთნაირსქესიანთა ქორწილი კანონიერად იქნება დაშვებული.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, კარლოს ალვარომ განაცხადა, მისი ქვეყნის მიზანი დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმებთან ბრძოლაა.
2018 წელს, კოსტა რიკის ინიციატივით, ამერიკათშორისმა ადამიანის უფლებათა სასამართლომ ლათინოამერიკის 11 ქვეყანას ერთნაირსქესიათა ქორწინების ლეგალიზების რეკომენდაცია მისცა.
კოსტა რიკა ამ ქვეყნებიდან გახდა პირველი, რომელმაც სასამართლოს რეკომენდაცია გაითვალისწინა.
ბოლივია, კუბა, სალვადორი, გვატემალა, გონდურასი, ნიკარაგუა, პანამა, პარაგვაი, პერუ და დომინიკის რესპუბლიკა კვლავ არ აღიარებენ ერთნაირსქესიათა ქორწინებას მაშინ, როდესაც არგენტინაში, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ურუგვაისა და მექსიკის ზოგიერთ შტატში ასეთი ოჯახები ლეგალიზებულია.
ჩილესა და ეკვადორში ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის მოდელია აღიარებული, თუმცა ამ ქვეყნებში პარტნიორები, ტრადიციული ოჯახების წევრების მსგავსად, უფლებებს მოკლებულები არიან.