აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 115 ათასს გადააჭარბა
აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით უკვე 115 237 ადამიანია ინფიცირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის მონაცემით, ვირუსს 3 453 პაციენტი ემსხვერპლა.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – 22 615; ეგვიპტეში – 16 513; ალჟირში – 8 503; მაროკოში – 7 429; ნიგერიაში – 8 068 და განაში – 6 808.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს – ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ეგვიპტეში – 735, ალჟირსა 609 და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – 481.