სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 100-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 289-ით გაიზარდა და, ჯამურად, 7 401 შეადგენს.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ გასულ დღე-ღამეში ვირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა, სულ რესპუბლიკაში 91 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის თანახმად, ვირუსისგან 3220 პირი განიკურნა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისამდე მოქმედებს.