სააკაშვილი უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების მომხრეა

უკრაინის რეფორმების კომიტეტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების მომხრეა.

ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

“სიმართლე ისაა, რომ სათამაშო ბიზნესის ლეგალიზება დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. გამომდინარე იქედან, რომ ამჟამად ის ისედაც მუშაობს, მისგან მიღებულ დივიდენდებს არა ბიუჯეტი ღებულობს შემოსავლების სახით, არამედ – “მფარველები”.

თავის დროზე, სათამაშო ბიზნესის შედეგად მოხდა საყოველთაოდ ცნობილი ქალაქების აშენება, როგორებიც არის ლოს ანჯელესი ან ბათუმი. შეიძლება, გარკვეული დეპრესიული რეგიონები ან ტერიტორიები გამოვიყენოთ და მათგან კლონდაიკი ვაქციოთ. ჩვენი წინასწარი გათვლებით, თუ დავნერგავთ ერთიან ფიქსირებულ ლიცენზიას როგორც ონლაინ, ისე – ფიზიკურ კაზინოებზე, უკვე პირველივე წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 230 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს. ძალიან რეალური ამოცანაა და მარტივად შესრულებადი.

მთავარია, არ შეიქმნას უსარგებლო კომისიები, მაკონტროლებელი ორგანოები და სხვა სქემები, რომელთა ერთადერთი ამოცანაა ბიზნესისგან მეტი თანხის ამოღება. ეს პრეზიდენტ ზელენსკის მთავარი პირობაა, რომელსაც მთლიანად ვეთანხმები.

ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მარტივად უნდა იყოს, რაც წარმატებული რეფორმების მთავარი საწინდარია!”, – დაწერა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები