კონსტანტინე გამსახურდია: გილოცავთ დღეს, როდესაც დაიბადა დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როდესაც დაიბადა ეროვნული გმირი, ქართული გაუტეხელობის სიმბოლო

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს ბერლინში, ჩვენი საელჩოს ტერიტორიაზე განახლებულ ანძაზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. საზეიმო ღონისძიება, ისევე როგორც ყველგან, აქაც არ შედგება ჯერაც ძალაში მყოფი საკარანტინე წესების გამო.
გილოცავთ ამ დღეს, როდესაც 1918 წელს დაიბადა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ქართული გარდამოცემის ნათლითმოსილი მხედრის, თეთრი გიორგის გამოსახულებით თავის გერბზე; როგორც არაერთი ქართულ საქმეს შეჭიდებული თაობის ოცნების შედეგი.
გილოცავთ დღეს, როდესაც დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, ქართული გაუტეხელობისა და შეუპოვრობის სიმბოლო, მერაბ კოსტავა.
გილოცავთ დღეს, როდესაც, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს, გამოიხატა რა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში. ამის შედეგად ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ხმების 87 პროცენტით არჩეული იქნა ასევე ჩვენი სახელმწიფოს მიერ ეროვნულ გმირად აღიარებული ზვიად გამსახურდია.
ფხიზლად და სიბრძნით, ქართველებო!“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები