ახალი ზელანდიის პრემიერის რეაქცია მიწისძვრაზე (ვიდეო)

ახალ ზელანდიაში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის პრემიერს, ჯასინდა არდერნს პირდაპირ ეთერში ჩართვა ჰქონდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრში ჩანს, რომ მიწისქვეშა ბიძგებს პრემიერი ღიმილით შეეგება და საუბარი განაგრძო.

“პატარა მიწისძვრა გვქონდა, რაიან. კარგად გვაქანავა, ხომ”, – მიმართა არდერნსმა ჟურნალისტ რაიან ბრიჯს.

მიწისძვრა ქალაქ ლევინთან მოხდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისქვეშა ბიძგები 30 წამის განმავლობაში გაგრძელდა და ხალხში პანიკა გამოიწვია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები