კახეთში კორონავირუსის შემთხვევა კვლავ არ ფიქსირდება
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ლუგარის ცენტრში გაგზავნილ 12 ნიმუშზე ტესტირების პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ნიმუშების აღება როგორც “ცხელების ცენტრებიდან”, ისე საკარანტინე ზონებიდან გრძელდება.
რეგიონში ამ ეტაპზე 7 საკარანტინე ლოკაციაზე 245 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 11 პირი რჩება.
კახეთის რეგიონში, ჯამურად, ლუგარის ცენტრში 3720 ნიმუშია გაგზავნილი, აქედან 1200 – მედპერსონალის, 1384 – საკარანტინე ზონებიდან და 193 – შშმ პირის.