როდიდან გამოიდარებს და დათბება საქართველოში – ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, 26 მაისიდან კი გამოიდარებს და დათბება.

„ 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები