აშშ-ში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი ეკლესიაში შეიჭრა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში დანით შეიარაღებული მამაკაცი ეკლესიაში შეიჭრა.

Associated Press-ის ინფორმაციით, მამაკაცი ეკლესიაში შეჭრის შემდეგ მრევლსა და სასულიერო პირებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობს და მისი უკმაყოფილება გამოიწვია ხმაურმა, რომელსაც მრევლი გამოსცემდა. საეკლესიო მსახურება ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა.

ადგილზე მისულ პოლიციას მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიჭრა.

მამაკაცს ბრალად სამართალდამცველებზე თავდასხმა ედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები