ტრამპი: პუტინს არჩევნებზე ჩემი გამარჯვება არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს მისი მეორედ გამარჯვება არ სურს.
“მე ვარ ყველაზე უარესი, რაც კი შეიძლება რუსეთს დამართნოდა, პუტინს ეს ესმის. პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ შესაძლოა, მას არ სურს, რომ არჩევნებში გავიმარჯვო. მაგრამ, ვფიქრობ, პუტინს ჩემს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს. დარწმუნებული ვარ, მას ჩემი გამარჯვება არ უნდა”, – განაცხადა ტრამპმა გადაცემა Full Measure-თვის მიცემულ ინტერვიუში.
გარდა ამისა, აშშ-ის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მისი განმეორებითი გამარჯვება არც ჩინეთს ენდომება, თუმცა ამის მიზეზი არ დაუზუსტებია.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.
ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიიდან იქნება ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.