ზუგდიდში მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულია 5 პირი.

ადგილზე  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცველები მუშაობდნენ. ყველა დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ჰოსპიტალში ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს , ხუთივე გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება, მათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები