კახა კალაძე ოქრუაშვილი-უგულავას შეწყალებაზე: პოლიტიკურად მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების
“პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ერთადერთი ადამიანი, ვისაც გათავისუფლების ბერკეტი გააჩნდა, ეს იყო პრეზიდენტი. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის მისი ამ გადაწყვეტილების“, – განაცხადა კახა კალაძემ.