ყარაჩიში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 107 ადამიანი ემსხვერპლა
ქალაქ ყარაჩისთან პაკისტანის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო.
ამის შესახებ CNN-ი პაკისტანის ავიაციის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
გარდა ამისა, კატასტროფის შედეგად რამდენიმე სახლია დაზიანებული, რაიონში ელექტროენერგია გამორთეს.
არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა სადისპეტჩეროსთან კავშირი ჩამოვარდნამდე ერთი წუთით ადრე დაკარგა.
პაკისტანის სამოქალაქო ავიაციაში განაცხადეს, რომ დისპტეჩერი მფრინავებთან კავშირზე იმყოფებოდა, როდესაც ლაინერი აეროპორტის თავზე იმყოფებოდა, თუმცა ერთი წუთით ადრე კავშირი გაწყდა.
პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს განიცადა.