აზერბაიჯანში კორონავირუსით 700-მდე მედიკოსი დაინფიცირდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით 681 მედიკოსია დაინფიცირებული, რაც საერთო დაავადებულთა 18% შეადგენს, ასევე ვირუსს 4 ექიმი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გარდა ამისა, განახლებული სტატისტიკის მიხედვით გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ 3855 ინფიცირებულია.

ასევე გარდაცვალების ორი ფაქტია და ჯამში 46 ლეტალური შემთხვევა.

კლინიკებიდან კი, სულ 2399 პაციენტია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები