მექსიკაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მექსიკის სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული სეისმური სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ სან ხოსე დელ კაბოდან 200 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა, არც ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები