რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსს მოქალაქეთა რეკორდული რიცხვი ემსხვერპლა
რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსს 150 პაციენტი ემსხვერპლა, რაც, ამ დრომდე დაფიქსირებული მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებელია.
ჯამურად, ქვეყანაში 3 249 ლეტალური შემთხვევაა.
ოპერატიული შტაბის მონაცემით, ინფიცირებულთა რიცხვი 8 894-ით გაიზარდა და 326 448 პირს შეადგენს.
ამასთან, ვირუსის დამარცხება 99 825 -მა პაციენტმა შეძლო.