სომხეთში კორონავირუსის კიდევ 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 5 928 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 74 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.
განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება სულ 2874 პირმა შეძლო.
სომხეთში 13 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.