ტრამპი: კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, აშშ აღარ დაიხურება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები აღარ დაიხურება.
ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში კომპანია „ფორდის“ ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა.
„ამბობენ, რომ ეს საკმაოდ დიდი ალბათობით მოხდება. ეს სტანდარტია. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს. არ ვაპირებთ ქვეყნის დახურვას. ჩვენ ცეცხლს ჩავაქრობთ. პერმანენტული კარანტინი – ჯანსაღი შტატისთვის თუ ქვეყნისთვის შესაფერისი სტრატეგია არ არის“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
ასევე, ტრამპის მტკიცებით, ქვეყანას “ტრიუმფალური აღორძინება” ელოდება.
გარდა ამისა, აფროამერიკული სათემოს ლიდერებთან შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეკლესიები უნდა გახსნან, ქვეყანა უნდა გახსნან
მისი თქმით, ხედავს, როგორ ცდილობს მრევლი დახურულ ეკლესიებში მოხვედრას და საკითხზე უკვე ესაუბრა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანლებს.