ნატო-ში დღეს აშშ-ის მიერ “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით, საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ ალიანსში განაცხადეს.
Agence France-Presse-ს წყარომ განუცხადა, რომ სხდომა წევრი-ქვეყნების ელჩების დონეზე გაიმართება, რომლის დროს იქნება განხილული გადაწყვეტილების შედეგად “ევროპისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ასევე, შეიარაღების კონტროლის რეჟიმი”.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება ძალაში 6 თვეში შევა.
გადაწყვეტილება კი უკავშირდება რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევას. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას.