აზერბაიჯანში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 3 749 ინფიცირებულია.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ერთი ლეტალური შემთხვევაც გამოვლინდა და სულ 44 გარდაცვლილია.
ასევე, განახლებული სტატისტიკის თანახმად, ვირუსის დამარცხება სულ 2340 პირმა შეძლო.
1365 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს, მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა, 60-ისა კი – საშუალო სიმძიმის.