ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0092 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.1920 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2012 ღირდა.
0.003 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.5058 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5028 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები