სომხეთში კორონავირუსით 270 ბავშვია ინფიცირებული

სომხეთში კორონავირუსით 270 ბავშვია ინფიცირებული, თუმცა მხოლოდ 2 მათგანს აღენიშნება პნევმონია, – განაცხადა ბრიფინგზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა.

მისი თქმით, არცერთი შემთხვევა მძიმე არ არის.

ტოროსიანის თქმით, ექიმები დარწმუნდნენ, რომ ბავშვები კორონავირუსს მარტივად ამარცხებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვებმა უსაფრთხოების ზომების იგნორირება უნდა მოახდინონ.

ასევე, მინისტრის თქმით, COVID-19 23 ფეხმძიმე ქალს გამოუვლინდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

21 მაისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსის 5606 შემთხვევაა, მათგან 2 581 განიკურნა, 70 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები