კახეთში ეპიდსიტუაცია უცვლელია – გასულ 24 საათში კოვიდინფიცირება კვლავ არ დადასტურებულა

კახეთი კვლავ ინარჩუნებს სტაბილურ ეპიდსიტუაციას. გასული 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 158 ტესტის პასუხი “კოვიდ 19”-ზე უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის ინფორმაციით, ნიმუშების აღება როგორც “ცხელების ცენტრებიდან”, ისე საკარანტინე ზონებიდან გრძელდება.

ამ დროისთვის, რეგიონში 9 საკარანტინე ლოკაციაზე 348 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 16 პირი რჩება.

კახეთის რეგიონში, ჯამურად, 3348 პირია გამოკვლეული, აქედან 1122 – მედპერსონალია, 1127 – საკარანტინე სივრცეებში მოტავსებული მოქალაქეები, 193 კი  შშმ პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები