ლევან ვარშალომიძე უკრაინის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანლად დაინიშნა

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე უკრაინის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანლად დაინიშნა.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მუშაობის ერთი წლის შეჯამების დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შემიძლია, გითხრათ საინვესტიციო ოფისის შესახებ, რომელსაც სექტემბრის ბოლოს გავხსნით. ხელმძღვანლად ბატონი ვარშალომიძე ავიყვანეთ, რომელმაც ბათუმი ააშენა. გადავწყვიტეთ, რომ ერთი გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი უკვე სექტემბერში ამუშავდება და მხოლოდ ის იქნება დაკავებული ყველა ინვესტიციებით”, – თქვა უკრაინის პირველმა პირმა.

ლევან ვარშალომიძე 2014 წელს საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. 2016 წლის ივლისში ის ბათუმში დაბრუნდა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი იყო.

თუმცა, მოგვიანებით ის კვლავ დაბრუნდა უკრაინაში და მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დაინიშნა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები