ფაშინიანი: კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცუდი მდგომარეობა გვაქვს

სომხეთში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 5 606 ინფიცირებულია.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომელიც სხდომას პირველად მართავს სამედიცინო ნიღაბში.

მისი ინფორმაციით, სულ 70 ლეტალური შემთხვევაა.

“კორონავირუსთან დაკავშირებით ცუდად არის ჩვენი საქმე. 335 ახალი შემთხვევა და 70 გარდაცვლილი გვყავს”, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა, ასევე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ადამიანებს თანხას უხდის, რომ მათ დიაგნოზში COVID-19-ის ინფექცია ჩაეწეროს.

“დადის ჭორების, თითქოს, მთავრობა ადამიანებს ფულს უხდის, რომ ისინი კორონავირუსის სტატისტიკაში დაამატონ. ვითომ ეს იმისთვის კეთდება, რომ საერთაშორისო დახმარება მივიღოთ. იმასაც ამბობენ, რომ სხვა მიზეზებით გარდაცვლილებსაც ამ სტატისტიკაში ამატებენ”, – თქვა ფაშინიანმა და გავრცელებული ხმები კატეგორიულად უარყო, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ პირველივე დღიდან მთავრობას მოსახლოებას შეცდომაში არ შეუყვანია, არც რაიმე მანიპულაციებისთვის მიუმართავს.

“ვითარება იმაზე მეტად რთულია, ვიდრე – წარმოგვიდგენია. კონტროლის დასამყარებლად უმკაცრესი ზომები უნდა მივიღოთ”, – თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები