აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა – სიაში ქვეყნის შს მინისტრიც მოხვდა
აშშ-მა ირანის 12 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესა.
ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა უწყების უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველოს განცხადებაშია ნათქვამი.
სანქციები შეეხო, მათ შორის, ირანის შს მინისტრ აბდოლრეზა რაჰმაინი ფაზლისაც, რომელსაც აშშ პირდაპირ ადანაშაულებს 2019 წელს ქვეყენაში საპროტესტო აქციების სისხლიან დარბევაში, რომლის მსხვერპლი, მათ შორის, სულ მცირე, 23 არასრულწლოვანი გახდა.
თუმცა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის მონაცემით, 2019 წლის 15-18 ნოემბრის პერიოდში, საპროტესტო აქციების დროს, რომლების საწვავზე ფასის მატებას მოჰყვა, 304 ადამიანი იქნა მოკლული.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მომავლშიც გააგრძელებს ირანის ოფიციალური პირებისა და დაწესებულებების პასუხისგებას, რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალას იყენებენ და ავიწროებენ.
სანქციათა სიაში სამი ორგანიზაცია და სპეცსამსახურების 7 მაღალჩინოსანია მოხვედრილი, მათი ქონება და ანგარიშები იქნება დაბლოკილია, ხოლო ამერიკელ მოქალაქეებს მათთან საქმიან ურთიერთობაში შესვლა ეკრძალებათ.
ირანის შს მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.
კიდევ ერთი პირი, რომელსაც აშშ-ის სანქციები შეეხო, არის ალი ფალაჰიანი, რომელიც 1989 – 1997 წლებში ირანის დაზვერვას ხელმძღვანლობდა. შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ის მსოფლიოს მასშტაბით რიგ თავდასხმებსა და მკვლელობაში მონაწილეობდა, მათ შორის, 1995 წელს ღაზას სექტორში 20 წლის ამერიკელი სტუდენტის, ალისა ფლატოუს მკვლელობაში. ის ასევე პასუხისმგებელია 1994 წელს ბუენოს აირესში ებრაელთა სათემო ცენტრში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების დამალვის მიზნით, ირანმა გასული წლის ნოემბერში პრაქტიკულად შეზღუდა წვდომა გლობალურ ინტერნეტთან, რომლის შედეგად ქვეყნის თითქმის 80 მილიონიანი მოსახლეობა ციფრულ სიბნელეში აღმოჩნდა, უსაფრთხოების ძალებმა კი 1500 ადამიანი მოკლეს და კიდევ ათასი დააკავეს.