YouTube-მა პროპაგანდისტული სააგენტოების – Anna News-სა და NewsFront-ის ანგარიშები გააუქმა

ვიდეოჰოსტინგმა YouTube-მა ანექსირებული ყირიმის ერთ-ერთი მთავარი სატელევიზიო არხის, „ყირიმი 24“-ის ანგარიშები გააუქმა.

ასევე, გაუქმებულია რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოების – Anna News-სა და NewsFront-ის ანგარიშები, რომლებიც რუსული ინტერესების გამტარებელ პროპაგანდისტულ ინფორმაციასა და ყალბ ნიუსებს ავრცელებდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სააგენტოების ხელმძღვანლები YouTube-გან განმარტებების მიღებას ცდილობენ, „ყირიმი 24“ კი სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო NewsFront-ს მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე ჰქონდა საკუთარი გვერდები, მათ შორ,ის სოციალურ ქსელ Facebook-ში, არსებობდა ქართულენოვანი ვერსიაც.

ცოტა ხნის წინ კი Facebook-მა ისინი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების გამო წაშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები