ბელარუსში ერთ დღეში კორონავირუსის 918 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 918-ით გაიზარდა, ჯამურად, 32 426- მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში ვირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 179 გარდაცვლილია.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 1 415 პაციენტმა შეძლო.

სულ ქვეყანაში კორონავირუსზე 387 673 ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები