სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 230-ით გაიზარდა – ქვეყნის პრემიერი რესპუბლიკაში 30 ათას შემთხვევას პროგნოზირებს

სომხეთში კორონავირუისთ ინფიცირებულთა რიცხვი 230-ით გაიზარდა და 5 271 ინფიცირებული შეადგინა.

გასულ დღე-ღამეში ვირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 67 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, დაავადების დამარცხება 2419 პირმა შეძლო.

მზარდი სტატისტიკის კომენტირებისას ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა შესაბამისი ზომები არ დაიცვეს, ივნისის ბოლოს 30 ათასი ინფიცირებულის გამოვლენაა მოსალოდნელი.

“მაისის ბოლოს 10 ათასი, 12 ივნისისთვის უკვე 20 ათასი შემთხვევა გვექნება, ივნისის ბოლოს კი 30 ათასამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეტალური შემთხვევების რიცხვიც გაიზრდება, რადგან რეანიმაციული განყოფილებები გადავსებულია, და მოქალაქეების დახმარებას ვერ შევძლებთ, თუმცა ამგვარი სცენარის არიდების შესაძლებლობა გვაქვს”, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა მოქალაქეებს პასუხისმგებლობისკენ, ასევე, საჭირო ნორმების დაცვისკენ მოუწოდა, კერძოდ, ერთმანეთს მხოლოდ ნიღბების გამოყენებით ეკონტაქტონ ან თუ მის გარეშე იქნებიან, მაშინ – დისტანციის დაცვით.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები