აზერბაიჯანში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 3518 ინფიცირებულია.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ერთი ლეტალური შემთხვევაც დაფიქსირდა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 41-მდე გაიზარდა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება კიდევ 143 პაციენტმა შეძლო, სულ რესპუბლიკაში 2198 განკურნებულია.

1279 პირი მკურნალობას განაგრძობს, მათგან 41-ის მდგომარეობა მძიმე, 59-სა კი – საშუალო სიმძიმის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები