სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა
სომხეთში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 5 041 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ გასულ დღე-ღამეში ვირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 64 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, ვირუსის დამარცხება 2164 პირმა შეძლო, მკურნალობას 2788 ადამიანია გადის.
სომხეთში შექმნილი ვითარების გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისამდეა გახანგრძლივებული.