კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია – გამოკვლეული 103 ტესტის პასუხი “კოვიდ 19”-ზე უარყოფითია
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, გასული დღე-ღამის განმავლობაშილუგარის ცენტრში გაგზავნილი 118 ნიმუშიდან 103 ტესტის პასუხი უკვე ცნობილია და “კოვიდ 19”-ზე ყველა მათგანი უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, ნიმუშების აღება როგორც ე.წ. ცხელების ცენტრებიდან, ისე საკარანტინე სივრცეებიდან აქტიურად მიმდინარეობს.
დღეის მონაცემებით, 10 საკარანტინე ლოკაციაზე 405 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 15 პირი რჩება.
კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში, ჯამურად, 2897 ნიმუშია გაგზანილი, აქედან 1001 მედპერსონალის, 882 – საკარანტინე ზინებიდან და 149- შშმ პირების.