შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოსკოვის სკოლაში ორი ადამიანი მოკლა

   შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელიც მოსკოვის 263-ე სკოლაში შეიჭრა, ერთი პოლიციელი და ერთი მასწავლებელი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ამ დროისთვის ნეიტრალიზებულია. ის ამავე სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა. მოსოვის 263-ე სკოლაში შეიარაღებული თავდამსხმელი რამდენიმე წუთის წინ შეიჭრა. მან მძევლად 20-ზე მეტი მოსწავლე აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები