კახეთში გამოკვლეულ 103 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთიდან, ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 113 ნიმუშიდან, 103 ტესტის პასუხი უკვე ცნობილია და “კოვიდ19”-ზე ყველა მათგანი უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ ფიქსირდება.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ნიმუშების აღება “ცხელების ცენტრებიდან” და საკარანტინე სივრცეებიდან ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე 10 საკარანტინე სივრცეში 438 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 14 პირი რჩება.
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში ჯამში 2775 ნიმუშია გაგზავნილი, აქედან 963 – მედპერსონალის, 815 – საკარანტინე სივრცეებიდან და 149 – შშმ პირების ნიმუშებია.