შეიარაღებულმა მამაკაცმა მოსწავლეები მძევლად აიყვანა

    მოსკოვის № 263 სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. მან მასწავლებელი და 20-ზე მეტი მოსწავლე მძევლად აიყვანა. „Russia Today“-ის ინფორმაციით, მამაკაცმა სკოლის დაცვას ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მამაა. თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. სკოლაში მყოფი დანარჩენი მოსწავლეები და მასწავლებლები შენობიდან ევაკუირებული არიან. ამ დროისთვის თავდამსხმელს მოთხოვნები არ წამოუყენებია. ადგილზე რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები