გიორგი გახარია: მზად ვართ, ნებისმიერ დროს პარლამენტს წარვუდგინოთ დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში
“მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული, მათ შორის, საინტერესო და ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მინდა, განვაცხადო მზაობა როგორც პირადად ჩემი, ასევე, მთავრობის თითოეული წევრის მხრიდან ნებისმიერი სახით, მათ შორის, პარლამენტში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, მზად არის, ნებისმიერ დროს მივიდეს პარლამენტში.
„მზად ვართ, პირადად მეც, ნებისმიერ დროს, როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.