გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობა განახლდა

კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება განახლდა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და გურჯაანის მაჟოროტარი-დეპუტატი დღეს გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდა თაობისთვის განათლების კუთხით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
„ჩვენთვის ახალგაზრდები, განათლება არის პრიორიტეტული და ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა კახეთში. ამ ყველაფრით ახალგაზრდებს ეძლევათ ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მათი განათლება,შემდგომი პროფესიული არჩევანის გაკეთება, იყოს დამყარებული იმ ინტერესებზე,რა ინტერესებსაც ეს ახალგაზრდები ნახავენ ასეთ ცენტრებში”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ძალიან მნიშვნელოვანია გურჯაანისთვის ინოვაციების ცენტრის მშენებლობა. ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ეზიარონ ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელზე წვდომაც დღეს, სამწუხაროდ, შეზღუდულია. ეს იქნება შესაძლებლობა, მოახდინონ თავიანთი იდეებისა და ცოდნის რეალიზაცია”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ. 400 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები