საავიაციო ნავთობის იმპორტი 83.3 %-ით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 1,0 ათასი ტონა, რაც 5,0 ათასი ტონით, ანუ 83,3%-ით ნაკლებია მარტის მაჩვენებელთან (6,0 ათასი ტონა) შედარებით და 8,2 ათასი ტონით, ანუ 89,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 75,4% (14,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,3% (2,6 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 11,3% (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან.
საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-თან დაკავშირებული ავიარეისების შეჩერებასთან”, – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები