სომხეთში 25 მაისიდან ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება

სომხეთში 25 მაისიდან ე.წ. ნიღბის რეჟიმი იქნება შემოღებული.

მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის სხდომაზე ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ტიგრან ავინიანმა გაახმოვანა.

მისი ინფორმაციით, ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება არა მხოლოდ დახურული ტიპის საზოგადოებრივ ადგილებში, არამედ – ღია ტიპისაც.

ვიცეპრემიერის თქმით, წესის დამრღვევები დაჯარიმდებიან.

“აღნიშნული იმისთვის კეთდება, რომ დაწესებული შეზღუდვების შესუსტების პირობებში ჯანდაცვის სისტემამ ყველა დაავადებულის განკურნება შეძლოს”, – განმარტა ავინიანმა.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისამდე გაახანგრძლივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები