კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა
კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა მოინახულეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ოსიაურში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ და სოფელ მატანში ახლადაშენებული ამბულატორიის შენობა მოინახულეს.
სოფელ ოსიაურის სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, რომელიც 2020 წლის ბოლოს დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ. 200 ათასი ლარია. რაც შეეხება სოფელ მატანში ახლადგახსნილ ამბულატორიას – მისი მშენებლობა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 72 000 ლარი შეადგინა. ამბულატორიაში, როტაციის წესით, 3 ექიმისა და 3 ექთნისაგან შემდგარი 3 ჯგუფი მუშაობს. ამბულატორიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.